გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

პოლიციამ დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

8-04-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 2000 წელს დაბადებული ა.გ. დააკავა.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, მრავლობითი დაზიანება მიაყენა - 1985 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


დაჭრილი მამაკაცი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.


სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.გ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.