8-04-2026
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ 373 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა.
მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თამაზ ბესტაევი, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელ მეტეხის და თელიანის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათი მიუტანეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.