გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

8-04-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტემენტის ინსპექტორებმა ფოთში თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.


არაგეგმური ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მცირე მეწარმე ვ. ჩ. (მის: ფოთი, ზვიად გამსახურდიას N238) თევზს აწარმოებდა ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით; საწარმოში დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გაუმართაობა, დაბინძურებული ინვენტარი, მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა. სააგენტოს ზედამხედველობით, შემდგომი განადგურების მიზნით, დაილუქა 65 კგ. თევზი.


ამავდროულად, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე.

აღნიშნული დარღვევების გამო, მეწარმე დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.