გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდელი სტუდენტი „მეგრული ჩიფსის“ გამოშვებას გეგმავს

13-12-2018

ზუგდიდელმა სტუდენტმა „მეგრული ჩიფსის“ - ნახვაწას დამზადებისა და დაფასოების იდეა წარადგინა. ამის შესახებ „ლაივპრესი“ წერს.


ლაშა კვარაცხელიამ სემესტრული ნაშრომი თანაკურსელებს და ლექტორს გააცნო, რომელმაც იდეა მოიწონა და სოციალურ ქსელში გააზიარა.


ნახვაწა ღომის ქერქია. ითვლება, რომ ის რჩება კარგად მომზადებული ღომისგან. სამეგრელოში ნახვაწას ხშირად მიირთმევენ, როგორც სასუსნავს.


ლაშა კვარაცხელიას თქმით, ღომისგან მომზადებული ეს პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა და დაბალკალორიულია, რაც მას სხვა ჩიფსებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ამასთან, თემაზე მუშაობისას ლაშამ მოიკვლია მცენარე ღომის შემადგენლობაც და დაადგინა, რომ მისი რძე განსაკუთრებით სასარგებლოა.


სტუდენტი გეგმავს ნახვაწის დაფასოების იდეა სტარტაპში წარადგინოს, შემდეგ კი რეალობადაც აქციოს.


ახალი ჩიფსის ავტორს, პროდუქტის სარეკლამო სლოგანიც აქვს შემუშავებული - „ეზიარე ტრადიციულ გემოს“. მან ასევე დაამზადა შეფუთვის დიზაინი. ახლა ლაშა კვარაცხელიას ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იდეის რეალობად ქცევაა.


imedinews.ge