გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

კოტე გაბრიჩიძე: ტურიზმის ადმინისტრაცია სხვადასხვა ანტიკრიზისულ სცენარს განიხილავს, რათა შექმნილი სიტუაციიდან ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ

10-04-2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრას, რომელიც ტურიზმის სექტორში არსებული გლობალური გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზების განხილვას ისახავდა მიზნად.


შეხვედრას ტურიზმის სექტორი: სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, რესტორნების წარმომადგენლები და გიდები დაესწრნენ.


რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის, კოტე გაბრიჩიძის შეფასებით, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო როგორც შინაარსობრივად, ისე კოორდინაციის გაძლიერების თვალსაზრისით.


„ძალიან კარგი შეხვედრა შედგა, სადაც ბევრი საინტერესო პუნქტი გაირჩა. განვიხილეთ ანტიკრიზისული გეგმები და მიხარია, რომ ადმინისტრაცია მუშაობს სხვადასხვა სცენარზე - როგორც საშუალო სირთულისაზე, ისე შემთხვევისთვისაც, თუკი პროცესები დროში გახანგრძლივდა. ადმინისტრაცია სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს და ჩვენც, კერძო სექტორი, მზად ვართ აქტიური ჩართულობისთვის. ერთობლივი მუშაობით შევძლებთ მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ“- განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.