გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

„მსგავსი შეხვედრები ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთად უნდა გამოვნახოთ გამოსავალი“ - პაატა კოკაია

13-04-2026

საქართველოს ეკონომიკა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის წარმომადგენლებისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


შეხვედრას ტურისტული: სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, რესტორნების წარმომადგენლები და გიდები დაესწრნენ.

საუბარი შეეხო ტურიზმის გლობალურ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელი პაატა კოკაია.


„მსგავსი შეხვედრები ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთად უნდა გამოვნახოთ გამოსავალი. სიტუაცია რთულია, ჩვენი ბრალი არ არის, ეს გლობალური პრობლემაა, მეზობელი ქვეყნებში ომია. შეხვედრაზე ჩვენი გულის ტკივილი გავუზიარეთ. ერთ-ერთი წინადადება, ჩვენ დავაყენეთ ის, რომ ამ მდგომარეობაში დაახლოებით 100 ლარად ვყიდით ნომერს, მაშინ როცა სქიპასი 100 ლარი ღირს. ჯერ კიდევ ორი კვირაა სეზონის დასრულებამდე. სეზონი გადასარევია, სასრიალო თოვლია“,-აცხადებს პაატა კოკაია.

 

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.