გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ევროპას ჰოლოკოსტის შემდეგ ბევრი რამ დაავიწყდა - იგი კარგავს კონტროლს საკუთარ იდენტობასა და ღირებულებებზე

14-04-2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დღევანდელი ევროპა ღრმა მორალური სისუსტით არის შეპყრობილი. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ჰოლოკოსტის ხსოვნის დღის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


„ევროპა კარგავს კონტროლს საკუთარ იდენტობაზე, ღირებულებებსა და პასუხისმგებლობაზე - დაიცვას ცივილიზაცია ბარბაროსობისგან“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ „ისრაელი იცავს ევროპას, რომელსაც ჰოლოკოსტის შემდეგ ძალიან ბევრი რამ დაავიწყდა“.


„მას [ევროპას] ბევრი რამ აქვს ჩვენგან სასწავლი. განსაკუთრებით კი უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი სიკეთესა და ბოროტებას შორის მკაფიო მორალური გამიჯვნის შესახებ, რაც სიმართლის მომენტში ჩვენგან მოითხოვს, რომ წავიდეთ ომში სიკეთისა და სიცოცხლის სახელით“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.