გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გიგლა თამაზაშვილი: სახელმწიფოს მხრიდან ტარიფის სუბსიდირება ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება

14-04-2026

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანი ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფისა და სუბსიდიის სქემის გაცნობა იყო.


როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ტარიფის ცვლილება ემსახურება ირიგაციის სისტემის მდგრად ფუნქციონირებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ტარიფის სუბსიდირება ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება.


შეხვედრის მონაწილეებს  შესაძლებლობა ჰქონდათ,  მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დაესვათ  კითხვები და მიეღოთ დეტალური ინფორმაცია როგორც ახალ ტარიფებზე, ისე  სარწყავი სეზონის ორგანიზების საკითხებზე.