გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლამი-მისაქციელის სარწყავ არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

15-04-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლამი-მისაქციელის მაგისტრალურ სარწყავ არხს ნატანი მასისგან წმენდს. აღნიშნული სამუშაოები სისტემის გამტარუნარიანობის აღდგენასა და სარწყავი წყლის შეუფერხებლად მიწოდებას უზრუნველყოფს.


ლამი-მისაქციელის მაგისტრალური არხი ოთხ სოფელს ემსახურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება. შედეგად,  ფერმერები 600 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალს სტაბილურად მიიღებენ, რაც დადებითად აისახება მოსავლიანობაზე და მთლიანად აგროსექტორის განვითარებაზე.


მსგავსი ტიპის სამუშაოები  ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს და მიზნად ისახავს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და წყალმომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფას.