გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე თურქეთში სამთო-მოპოვებითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო

15-04-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სტამბოლში გამართულ რიგით მე-12 საერთაშორისო სამთო-მოპოვებითი მრეწველობის გამოფენას დაესწრო.


გამოფენის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთ სივრცეში გაცნობოდნენ სამთო-მოპოვებით სექტორში გამოყენებულ თანამედროვე ტექნიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ასევე გაეზიარებინათ გამოცდილება და დაემყარებინათ პროფესიული კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან.


აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და წარმომადგენლობით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს 750-ზე მეტ ორგანიზაციასა და 25 000-ზე მეტ დაინტერესებულ პირს წიაღის სექტორიდან. ღონისძიება მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის ინდუსტრიის უახლესი ტენდენციების გაცნობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.


მსგავს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც გამოცდილების გაზიარების, ისე ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებისა და სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის თვალსაზრისით.