გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა

13-12-2018

ჯავის რაიონში განთავსებულ ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიის გამო, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგია შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით, ავარია შუადღეს მოხდა, ხოლო, ბოლო მონაცემებით, დაზიანების კერა ჯერ არაა აღმოჩენილი.

"ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი დაახლოებით 64 ათასი მოსახლე" - წერენ ცხინვალელი ჟურნალისტები. გარდა ამისა, ამინდის გაუარესების გამო, რუსეთთან დამაკავშირებელი გზაც ჩაიკეტა. როკის გვირაბში მოძრაობა დღის 12 საათიდან შეწყდა.


qartli.ge