გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბათუმში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

15-04-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში შპს ,,ზეტას" (მის: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N 146), სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, საქმიანობა შეუჩერა.


აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტს არ ჰქონდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარება, ასევე არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, აგროქიმიკატების რეალიზაცია მიმდინარეობდა სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტისადმი არსებული საკანონმდებლო მოთხოვნების, მათ შორის შეფუთვის მთლიანობის დარღვევით.


კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, სავალდებულო მოთხოვნების დაცვისა და პროცედურების გავლის გარეშე აეკრძალა აგროქიმიკატებით ვაჭრობა.


სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.