გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სავალუტო ფონდმა 2031 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა

16-04-2026

ეკონომიკური კეთილდღეობა იზომება ერთ სულ მოსახლეზე რეალური და ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) სიდიდით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2013/ 2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს.


სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 2024 / 2026 წლებში ჯამში 25,7%-ით იზრდება. რითაც მსოფლიოში სამწლიანი ზრდის ტემპით გადის მეორე ადგილზე გაიანას შემდეგ.


2024 / 2031 წლებში კეთილდღეობის ამ მაჩვენებლის პროგრესით საქართველო ევრაზიაში პირველ ადგილს დაიკავებს. ამ 8 წლიან პერიოდში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 61%-ით იზრდება. მეორე ადგილზე ზრდის ტემპით ჩვენს კონტინენტზე ბუტანი გადის, რომლის ეკონომიკა 2024 / 2031 წლების პერიოდში ერთ სულზე 58%-ით იმატებს, მესამეზე კი ინდოეთია 57%-იანი ზრდით.


რაც შეეხება ისტორიულ პროგრესს იმ პერიოდიდან, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, (ანუ 2012 წლის შემდეგ), სავალუტო ფონდის შეფასებით 2013 / 2025 წლებში ერთ სულზე რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, 2013 / 2031 წლების ხანგრძლივი 19 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მკვიდრდება და ევრაზიაში პირველ ადგილზე გადის. სავალუტო ფონდის შეფასებით 2013 / 2031 წლებში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე მთლიანობაში 175%-ით იმატებს, მას მოსდევს ინდოეთი, რომლის მაჩვენებელი 163%-ით იზრდება.


2024 / 2031 წლებში ერთ სულზე მსყიდველუნარიანი (GDP per capita PPP) ნომინალური ეკონომიკის 8 წლიანი ზრდის ტემპით საქართველო ევრაზიაში პირველობს. ამ პერიოდში კეთილდღეობის ეს მაჩვენებელი საქართველოში 91%-ით იზრდება და 2031 წლისთვის 47 750 დოლარს გადააჭარბებს.


რაც შეეხება ისტორიულ პროგრესს იმ პერიოდიდან, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, (ანუ 2012 წლის შემდეგ), სავალუტო ფონდის შეფასებით როგორც 2013 / 2025, ისე 2013 / 2031 წლებში ერთ სულზე მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია, და ამ ხანგრძლივი ისტორიული და საპროგნოზო პროგრესით ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს. ფონდის შეფასებით 2013 / 2025 წლებში საქართველოს მსყიდველუნარიანმა ეკონომიკამ ერთ სულზე გასამმაგება განიცადა და 2025 წლისთვის 31 352 დოლარს გადააჭარბა. 2026 წლისთვის საქართველოს ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულზე 33 990 დოლარს მიაღწევს, რითაც ევროკავშირის წევრ საბერძნეთთან ჩამორჩენას 5 წლით შეამცირებს.


საბერძნეთის მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულზე 33 000 დოლარი, ბოლოს, 2021 წელს იყო (იმ პერიოდში მის ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე). შედარებისთვის 2012 წელს ერთ სულზე მსყიდველუნარიანი ნომინალური ეკონომიკა საქართველოში 10 358 დოლარი იყო და მაშინ საქართველო საბერძნეთს ზუსტად 30 წლით ჩამორჩებოდა, შეესაბამებოდა რა საბერძნეთის 1982 წლის დონეს_10 488 დოლარს.


სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულზე 2024 / 2026 წლებში 36%-ით იზრდება. რითაც მსოფლიოში სამწლიანი ზრდის ტემპით გადის მეორე ადგილზე გაიანას შემდეგ.


ფონდის შეფასებით, ამერიკულ დოლარში საქართველოს ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2026 წელს კვლავინდებურად ორნიშნა იქნება, 11,9%-ს გაუტოლდება და ერთ სულ მოსახლეზე 11 574 დოლარს მიაღწევს. ფონდის პროგნოზით 2027 წელს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულზე 12 664 დოლარს მიაღწევს, 2028 წლისთვის კი - 13 879 დოლარს, 2029 წელს 15 229 დოლარი გახდება, 2030 წელს - 16 720-ზე მეტი, ხოლო 2013 წელს - 18 353 დოლარი.


აღსანიშნავია, რომ ამერიკულ დოლარში საქართველოს ნომინალური ეკონომიკის ზრდის საშუალო ტემპი 2026-2031 წლებში სავალუტო ფონდის პროგნოზით 10% იქნება.