გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კასპის მუნიციპალიტეტში ფერმერებს საირიგაციო მომსახურების ტარიფის სახელმწიფო სუბსიდირების სქემა გააცნეს

16-04-2026

კასპის მუნიციპალიტეტში  ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც „საქართველოს მელიორაციის“ კომერციულმა დირექტორმა მამელი ქობალიამ საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფი და ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით მოქმედი სახელმწიფო  სუბსიდირების სქემა გააცნო.


შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია როგორც ახალი ტარიფის პრაქტიკულ გავლენაზე, ისე სამელიორაციო სისტემის განვითარების პერსპექტივებსა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებებზე. მონაწილეებმა ასევე მიიღეს პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის საირიგაციო წყლის ეფექტიან გამოყენებასა და სეზონური სამუშაოების დაგეგმვასთან დაკავშირებით.


შპს „საქართველოს მელიორაცია“ მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრებ უკვე ერთ თვეზე მეტია სისტემატურად მართავს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. შეხვედრების მიზანია წყალმომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესება და ხელშეკრულებების დროულად გაფორმების ხელშეწყობა.