გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

B2B Summit by Tarifa -ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა

16-04-2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მასშტაბური საერთაშორისო სამიტი B2B Summit by Tarifa გაიმართა.


თბილისში 3 დღიანი ღონისძიება ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა. სამიტი ხელს უწყობს საქართველოს საქმიანი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას ევროპულ ბაზარზე და ცნობას ამაღლებას.


გლობალური გამოწვევების ფონზე, ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის მიზნით, სამიტის ორგანიზება ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყო, სადაც ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ სრულიად უსასყიდლოდ შეხვედრები გაემართათ პოტენციურ პარტნიორებთან.

B2B Summit by Tarifa-ს ფარგლებში ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში 50 საერთაშორისო ე.წ. ბაიერი ჩამოვიდა.  ევროპული კომპანიების ხელმძღვანელები ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებსა და სერვისის მიმწოდებლებს შეხვდნენ. სამიტში 40 ქართული კომპანია მონაწილეობდა.


B2B Summit by Tarifa-ს ფარგლებში საერთაშორისო კომპანიების წარომადგენლები გაეცნენ ტურისტულ პროდუქტებს, დაათვალიერეს მუზეუმები, დააგემოვნეს ქართული ღვინო და კერძები.  სამიტის მონაწილეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასტუმროებს დაათვალიერეს,  გაეცნენ ტურისტულ ინფრასტუქტურას და B2B ფორმატში შეხვედრები გამართას მომავალ პარტნიორებთან.