გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში თევზის არალეგალური საწარმო გამოავლინა

16-04-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ქალაქ გორში ჩატარებული არაგეგმური კონტროლის შედეგად, თევზის საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა. ფიზიკური პირი ა. ჩ.-ს ობიექტზე (მის: გორი, შარტავას ჩიხი N8) გამოვლინდა კრიტიკული შეუსბამობები - ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა; დაილუქა 100 კგ. თევზი.

აღნიშნული შეუსაბამობების გამო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.