გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

თემო მაჭარაშვილი: Tarifa Summit Georgia გვაძლევს შესაძლებლობას ახალი ბაზრები მოვიძიოთ და დანაკარგები დავაბალანსოთ

16-04-2026

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საერთაშორისო ღონისძებას  B2B Summit by Tarifa-ს უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და ახალი ბიზნესკავშირების გაღრმავებას ოსახავს მიზნად.


სამიტის ფარგლებში ქვეყანას ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ბაზრებიდან 50 მაღალი გაყიდვების მქონე საერთაშორისო ბაიერი ეწვია, ხოლო საქართველოდან  40-მდე ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი.


ტურისტული კომპანია „Travel Bee“-ის წარმომადგენლის, თემო მაჭარაშვილის შეფასებით, Tarifa ტურიზმის სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რაც ახალ პარტნიორებთან პირდაპირ კომუნიკაციას უწყობს ხელს. ღონისძიების ფარგლებში, მან პარტნიორებთან შეხვედრები კონკრეტული საკითხების ირგვლივ გამართა.


„Tarifa Summit Georgia ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ აქ კი ბევრი ევროპელი ბაიერია წარმოდგენილი. ძალიან ბევრი კომპანიაა წარმოდგენილი პოლონეთიდან. მე პირადად მქონდა შეხვედრები სერბულ კომპანიებთან, პოლონურ და ლიტვურ კომპანიებთან.   შეხვედრებზე განვიხილეთ კონკრეტულ პროგრამები, თარიღები და მიზნები.  


ვთვლი, რომ ამ პერიოდში,  გლობალური გამოწვევების ფონზე,  გარკვეული ქვეყნებიდან ჯავშნების გაუქმების კვალდაკვალ, Tarifa-ს სამიტი  სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორისთვის ძალიან კარგი ხელშეწყობაა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოგვცა უსასყიდლოდ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ ახალი პარტნიორები მოვიძიოთ, ახალი კონტრაქტები გავაფორმოთ და შევავსოთ ის ბაზრები, რომლებიც დავკარგეთ.“ - აღნიშნავს თემო მაჭარაშვილი. 


სამიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, ესტუმრნენ სასტუმროებსა და ტურისტული დანიშნულების ადგილებს და B2B ფორმატში საქმიანი შეხვედრები გამართეს  ტურისტულ კომპანიებთან.