გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

საქართველოს მელიორაციის“ თანამშრომლებმა საირიგაციო წყლის მიწოდების რეგულირების საკითხებზე გადამზადება გაიარეს

17-04-2026

შპს „საქართველოს მელიორაციის“ თანამშრომლებმა საქართველოს ენერგეტიკისა და მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) სასწავლო ცენტრში საირიგაციო წყლის მიწოდების წესების რეგულირების ძირითად პრინციპებზე გადამზადების პროგრამა გაიარეს.


პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საირიგაციო წყლის მიწოდების წესები და რეჟიმები, წყალსარგებლობის გრაფიკის შეთანხმება, დეფიციტის მართვა საირიგაციო სისტემაში, ახალი სატარიფო პოლიტიკა და სუბსიდიის მოდელი. ასევე, მათ მიიღეს ინფორმაცია მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტებისა და იმ ძირითადი მოთხოვნების შესახებ, რომლებიც კომპანიამ ყოველდღიურ საქმიანობაში უნდა დაიცვას.


სწავლებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომსახურების გამჭვირვალობას, მომხმარებელთა ინტერესებსა და კომპანიის ვალდებულებებს შორის ბალანსის დაცვას, ასევე პროცესების პროგნოზირებადობასა და ეფექტიან მართვას. პროგრამა ასევე მოიცავდა პრაქტიკული შემთხვევების განხილვას, რაც თანამშრომლებს მიღებული ცოდნის სამუშაო პროცესში გამოყენებაში დაეხმარება.


პროგრამის მიზანია თანამშრომელთა პროფესიული უნარების გაღრმავება, თანამედროვე რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს კომპანიის ინსტიტუციურ გაძლიერებას და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას.