გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ბაღდათში ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოვლინდა

17-04-2026

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენას განაგრძობს. იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს.


შემოწმებისას დადგინდა, რომ ფიზიკური პირი დ. ფ. (მის: ბაღდათი, სოფელი ვარციხე) სავალდებულო აღიარებისა და ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა ყველს. ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები; დაილუქა საეჭვო წარმომავლობის სურსათი.


კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების გამოსწორებამდე.


სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის