გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაში ქვემო ქართლი და სამეგრელო-ზემო სვანეთი ჩაერთვებიან

17-04-2026

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა დამატებით ორ რეგიონში - ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში განხორციელდება. აღნიშნულ რეგიონებში უკვე დაწყებულია შესაბამისი პერსონალის დაკონტრაქტების პროცესი. შერჩეული თანამშრომლები საველე სამუშაოების დაწყებამდე სპეციალურ სასწავლო გადამზადების კურსს გაივლიან, რაც პროგრამის ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს.


ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა ეტაპობრივად ყველა რეგიონში ამოქმედდება და მოიცავს როგორც პატრონიანი, ისე მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების მართვის კომპლექსურ ღონისძიებებს.


პატრონიანი ძაღლების შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა - რუსთავი, ფოთი, ქუთაისი, ბათუმი და თბილისი, განხორციელდება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჩიპირება, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და ძუ ძაღლების სტერილიზაცია.

მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების შემთხვევაში, გარდა აჭარის რეგიონისა და თბილისისა, გათვალისწინებულია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, კასტრაცია/სტერილიზაცია და დიაგნოსტიკური კვლევები.


ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი აღნიშნულ ღონისძიებებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ცხოველთა მოყვარულებთან და მიმკედლებლებთან კოორდინაციით ახორციელებს.


ამ ეტაპზე ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს სატესტო რეჟიმში იმერეთისა და კახეთის რეგიონებში ახორციელებს. ასევე, ერთჯერადად სატესტო რეჟიმში განხორციელდა ძაღლების აყვანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან.