გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი: ის მიდგომები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ უკვე დაინერგა, კალაპოტში სვამს ენერგეტიკის დარგს და ძალიან მნიშვნელოვანია

17-04-2026

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი მარგებაძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოს მიერ დანერგილი მიდგომები მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის - ამის შესახებ გიორგი მარგებაძემ „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში ენერგეტიკის საკითხებზე გამართული დისკუსიის შეფასებისას ისაუბრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.


„ის მიდგომები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ უკვე დაინერგა, ჩარჩოში და კალაპოტში სვამს ენერგეტიკის დარგს და ძალიან მნიშვნელოვანია. სხვადასხვა საკითხებთან ერთად განვიხილეთ საკანონმდებლო თემები - კანონში შესატანი ცვლილება ქონების გადასახადის საკითხთან დაკავშირებით, ყველა სადგურს თავად მოუწევს სერიოზული კონტრიბუციის გაკეთება რეგიონებში და შესაბამისად, ეს კანონმდებლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა.


ამასთან, გიორგი მარგებაძის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შედგა სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზე ენერგეტიკის სექტორში ჯარიმების პატიების თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც დარგის განვითარებას წაადგება. ასევე მან ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტსა და მის აუცილებლობაზე.


„გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი მნიშვნელობის პროექტი იქნება განხორციელებული, მის აუცილებლობაზე, თანმდევ საკითხებზე ვისაუბრეთ, რომელიც მოიცავს ელექტროქსელების და ინფრასტრუქტურის განვითარებას, გაჯანსაღებას და ზოგადად ახალი გენერაციების ექსპლუატაციაში შეყვანას", - აღნიშნა გიორგი მარგებაძემ.