გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

19-04-2026

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.


თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუქარის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების  საიდუმლოს შემცველი ვიდეოჩანაწერები და მისი გამოყენების მუქარით, დაზარალებულს აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას და სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორცილებას.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და გამოყენება) და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7  წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.