გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

2026 წლის პირველ კვარტალში ღვინის ხარისხის კონტროლის მაჩვენებლები გაუმჯობესდა

20-04-2026

2026 წლის პირველ კვარტალში 23 კომპანიაში 55 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების ლოტებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული 216 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.


გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, 22 კომპანიის ინსპექტირების შედეგად აღებული 51 ნიმუშიდან დარღვევა 3 კომპანიის 6 ნიმუშში დაფიქსირდა.


მავე პერიოდში 4 კომპანიაში განხორციელდა 10 სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას ისახავს მიზნად. აღებული 5 ნიმუშიდან დარღვევა არ გამოვლენილა.


რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, განხორციელებული 6 კონტროლის ფარგლებში შემოწმდა 56 კომპანიის 101 ნიმუში. დარღვევა დაფიქსირდა 33 კომპანიის 49 ნიმუშში.


აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს.


ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის მონიტორინგს, რათა ქართული ღვინო სრულად აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, ინარჩუნებდეს კონკურენტუნარიანობას და გლობალურ ბაზრებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდოს.