გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სამტრედიაში ცხოველების სტერილიზაცია-ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის კამპანია პოლონელ ვეტერინარებთან ერთად ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის ჩართულობით მიმდინარეობს

20-04-2026

სამტრედიაში ცხოველების სტერილიზაცია-ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის კამპანია პოლონელ ვეტერინარებთან ერთად ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის ჩართულობით მიმდინარეობს 18-24 აპრილს, საერთაშორისო ვეტერინარული კამპანიის ფარგლებში საქართველოს, პოლონელი ვეტერინარები სტუმრობენ.


კამპანიის ფარგლებში, დაგეგმილია სამტრედიის მუნიციპალიტეტში 500-მდე ცხოველის (ძაღლი, კატა) სტერილიზაცია-კასტრაცია, ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია. ღონისძიებების განხორციელების პროცესში ჩართულია ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი. ვეტერინარული პროცედურები, უტარდებათ როგორც პატრონიან, ასევე მიუსაფარ ცხოველებს (ძაღლი, კატა). აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს ცხოველთა უკონტროლო გამრავლების პრევენციას, დაავადებების გავრცელების შემცირებას, ცხოველთა კეთილდღეობის ურუნველყოფასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. აღნიშნული კამპანია, პოლონელი ვეტერინარების მონაწილეობით, საქართველოში უკვე მეორედ ტარდება.


სინქრონები: 1. იოსებ მენთეშაშვილი - სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 2. სოფიო ბეროშვილი - "თათების იმედის" ჟურნალისტი 3. ივონა სვირიდოვიჩ -ექიმი ვეტერინარი