გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მარკო რუბიო: ირანთან ომის შემდეგ ვაშინგტონს ნატო-სთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს

20-04-2026

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ხარისხის ლაბორატორიის წარმომადგენლებთან ერთად, გენმოდიფიცირებული პროდუქტების ტესტირების უახლესი მეთოდების დანერგვის საკითხები განიხილეს.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გენმოდიფიცირებული პროდუქციის კვლევის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.


მონაწილეებმა იმსჯელეს თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში ლაბორატორიული კვლევების ხარისხს და უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას საერთაშორისო რეფერენს ლაბორატორიების სტანდარტებთან.


შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და აღნიშნეს, რომ ახალი მეთოდებისა და პრაქტიკის დანერგვა ხელს შეუწყობს გენმოდიფიცირებული პროდუქტების კვლევის სისტემის განვითარებას და აღნიშნული მიმართულების ახალ ეტაპზე გადასვლას.