გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პოლიციამ მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

20-04-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს - 1998 წელს დაბადებულ ი.კ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


დაშავებული კაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.


სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ი. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე დააკავეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.