გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

პროკურატურამ ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

20-04-2026

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და რეალიზაციის მიზნით 1 107 პაკეტად დააფასოვეს ნარკოტიკული საშუალება 5F-MDMBPINACA (5F-ADB) ე.წ. ბიო, რომელთაგან 10 პაკეტი ქალაქ რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში განათავსეს, ხოლო დანარჩენს პირადად და საცხოვრებელ ბინაში ინახავდნენ. ბრალდებულთა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია დაფასოებისთვის განკუთვნილი მცირე ზომის სასწორები, პაკეტები და წებოვანი ლენტები.


დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 260-ე კვარტა მუხლის მე-4 ნაწილით და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.