გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პაატა პატიაშვილმა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს უმასპინძლა

21-04-2026

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მონიკა რენატა ბოლანიოს პერეზს უმასპინძლა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


პაატა პატიაშვილმა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.


შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.


ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში პარტნიორობის დაწყების შესაძლებლობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოში გვატემალის სამხედრო, საზღვაო და საჰაერო ატაშეს დანიშვნა ხელს შეუწყობს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.