გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერ-მინისტრი დიდ ბრიტანეთში ახლად დანიშნულ ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა

21-04-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიდ ბრიტანეთში ახლად დანიშნულ ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო. პრემიერმა დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას. იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეკავა საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიცია. იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.