გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს საკითხი განიხილეს, სანქციებთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა

21-04-2026

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების თაობაზე პროგრესი არ ყოფილა.


იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის მხრიდან არის მცდელობა, რომ ადამიანის უფლებათა საკითხებზე დიალოგი საქართველოსთან, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყოს.


„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს საკითხი განიხილეს. ოთახში სანქციებთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა. არსებობს ევროკავშირის ინიციატივა, რომ პირველ ეტაპად საქართველოსთან ადამიანის უფლებებზე დიალოგი დაიწყოს. შემდგომი ნაბიჯებისთვის საქართველომ უნდა: * შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა ევროკავშირის მიმართ * შეწყვიტოს ოპოზიციის შევიწროება * გადახედოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) კანონმდებლობას,” - წერს იოზვიაკი X-ზე.