გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება

22-04-2026

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა თემაზე „ტყე და დედამიწა“ პრეზენტაციები წარადგინეს.


ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად 22  ტუიას  სახეობის ნერგი დაირგო, რომელთა მოვლა-პატრონობას თავად მოსწავლეები უზრუნველყოფენ.


ღონისძიებას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


„დედამიწის დღესთან დაკავშირებით,  მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ. საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის  განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების დაინტერესებას და მათ აქტიურობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობა და დარგში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა სატყეო რეფორმის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. იმედი გვაქვს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესება ტყის ეკოსისტემის დაცვით და შენარჩუნებით“, - აღნიშნა ბესიკ ამირანაშვილმა.


დედამიწის დღე გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დღეა,  რომელიც 1970 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა. მისი ინიციატორი ამერიკელი სენატორი გეილორდ ნელსონი იყო.