გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

შიდა ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

22-04-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 2005 წელს დაბადებული ს.დ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქალაქ გორში მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიაში გვიან ღამით უკანონოდ შეაღწია, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 136 ათასი ლარის ღირებულების „აიფონის“ ფირმის 46 მობილურ ტელეფონსა და მაღაზიაში წარმოდგენილ სხვა ელექტრომოწყობილობებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს.


პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელ სახლსა და მის მიერ მითითებულ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები სრულად ამოიღო.


მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.