გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

22-04-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1974 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„მ.ი. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის გამოყენებით ფულადი თანხის გატაცების ბრალდებით იძებნებოდა.


სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ი. ბათუმში დააკავეს.


ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.