| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
13-12-2018
აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 16%-ით არის გაზრდილი. 2018 წლის 11 თვის მონაცემებით, რეგიონში 1 830 888 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
მათგან ყველაზე მეტი მოგზაური აჭარაში თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან ჩავიდა.
ამასთან, 22%-ით არის გაზრდილი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგიონში განხორციელებული ვიზიტებიც. მოგზაურების სტატისტიკა სარფის, პორტისა და აეროპორტის საზღვრის კვეთის მონაცემებს ითვალისწინებს.