გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლაშა დოლიძე: სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები ცალკეულ მიმართულებებს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტით აფინანსებდა. ჩვენი მიზანი იყო ამ ინსტრუმენტების ერთიანი ჩარჩოს ქვეშ გაერთიანება

23-04-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ  „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და დაფინანსების ახალ მექანიზმებზე ისაუბრა. მისი თქმით, პროგრამა ინარჩუნებს არსებულ მიმართულებებს, თუმცა  განსაკუთრებული აქცენტი სასაკლაოების მოდერნიზაციასა და მოწყობაზე, ასევე აკვაკულტურისა  და მეცხოველეობის სექტორების განვითარებაზე გაკეთდება.


„არსებული პროგრამები ცალკეულ მიმართულებებს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტით აფინანსებდა. ჩვენი მიზანი იყო ამ ინსტრუმენტების ერთიანი ჩარჩოს ქვეშ გაერთიანება. გამოვყავით დაფინანსების კონკრეტული ობიექტი - ერთი ფერმა, მიწის ნაკვეთი ან პროექტი და განვსაზღვრეთ მისი თანამედროვე სტანდარტით მოწყობისთვის საჭირო ხარჯები და მინიმალური კრიტერიუმები. ამის საფუძველზე ჩამოვაყალიბეთ სტანდარტული ბიუჯეტები, რომლებიც ბაზარზე ფასების ცვლილების შესაბამისად, ბიზნესთან კონსულტაციით პერიოდულად განახლდება. შედეგად, შეიქმნება ერთიანი დაფინანსების სისტემა“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ.


აღსანიშნავია, რომ „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ მიზნად ისახავს ერთიანი, ინტეგრირებული, გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას. ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება წინასწარ განსაზღვრული და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის სამართლიანობასა და ეფექტიანობას.