გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

24-04-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული ი.ე. დააკავეს.


როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქეს - 1989 წელს დაბადებულ ი.გ.-ს და ადგილიდან მიიმალა.


„მომხდარიდან რამდენიმე საათში ი.ე. პოლიციაში ბრალის აღიარებით გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ის ბრალდებულის სახით დაკავდა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.