გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი

24-04-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პოლიციამ 1987 წელს დაბადებული გ.ხ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ხოლო 1958 წელს დაბადებული ჯ.ქ. საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე დააკავა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ხელბარგის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას სპეციალური სკანერის საშუალებით აღმოჩენილია მალულად მოთავსებული 247 აბი „სუბოქსინი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.