24-04-2026
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ტვ პირველს“ სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მესმის, რომ ხაზარაძე ფულს გაძლევთ, მაგრამ ისტორიის ასეთი გაყალბება გულისამრევია. ანაკლია - ლაზიკის პორტის მშენებლობა იყო ჩემი ინიციატივა და ის დაიწყო 2012 წლის დასაწყისში და უნდა დასრულებულიყო 2013 წლის შემოდგომაზე.
მაშინ ეს პორტი სახელმწიფო საკუთრება იყო და მისი შემოსავალი მთლიანად ხალხს უნდა მოხმარებოდა.
შემდეგ ქოცებმა ის გადასცეს TBC ბანკს, მაგრამ მერე რუსეთიდან თითი დაუქნიეს და ივანიშვილმა მამუკა და ბადრი გააგდო. კარგია რომ სპონსორი გყავთ, მაგრამ სიცრუის ტირაჟირება ამ საკითხზე უნდა შეწყდეს“ - წერს სააკაშვილი.
2-03-2026