გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

თამარ იოსელიანი: აგვისტოდან თბილისი–ბათუმის რეისი 4 საათამდე მცირდება. უახლოეს მომავალში ახალი მატარებლებით დაემატება თბილისი–ქუთაისისა და თბილისი–ახალციხის მიმართულებები

24-04-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის შეფასებით, საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე რეფორმები და ტრანსფორმაცია მომდევნო ორ წელიწადში სრულად შეცვლის საქართველოს რკინიგზას - გახდის მას სწრაფ, ეფექტიან და კონკურენტუნარიან სისტემად, რომელიც მზად იქნება გაზრდილი ტვირთნაკადების მისაღებად.


„საქართველოს რკინიგზა ახორციელებს მთავარი სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციას, რას იმას ნიშნავს, რომ როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო მიმართულებით საგრძნობლად შემცირდება ქვეყნის გადაკვეთის დრო. სამგზავრო მიმართულებაზე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ ზაფხულის პერიოდში, დაახლოებით აგვისტოდან შევძლებთ, რომ თბილისი-ბათუმის რეისზე 5,5 საათის ნაცვლად 4 საათში შევძლოთ ბათუმში ჩასვლას" - განაცხადა თამარ იოსელიანმა. მისი თქმით, მიმდინარეობს ასევე თანამედროვე ელექტრონული სისტემების დანერგვა.


თამარ იოსელიანის ინფორმაციით, რკინიგზას დაემატება ახალი რეისები, მათ შორის თბილისი-ქუთაისი და თბილისი-ახალციხის მიმართულება ახალ შემადგენლობებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ სამგზავრო დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე განახევრდება და 6-დან 3 საათამდე შემცირდება.


მინისტრის მოადგილის თქმით, რაც შეეხება სატვირთო მიმართულებას, მიმდინარეობს რკინიგზის ტრანსფორმაცია.


„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ხდება მსგავსი ინვესტიციის განხორციელება საქართველოს რკინიგზაში, რაც თავისთავად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ ვიქნებით სანდო პარტნიორი შუა დერეფანში", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.