გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

არალეგალური სასაკლაო მარტვილში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

24-04-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მარტვილში ღორების არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ნ. პ. (მის: მარტვილი, სოფელი ბანძა) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ობიექტზე დარღვეული იყო სურსათის უვნებლობის და ვეტერინარული ზედამხედველობის მოთხოვნები.


ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა.


ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს.


სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.