გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ლაშა დოლიძე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

24-04-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს არტურ გემბალს, პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელს გვანცა გრიგალაშვილს და კომპანიის „ვერდე პოლონია“  წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-პოლონეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობის, პოლონური კომპანიების საქართველოში საქმიანობის მხარდაჭერისა და ქართული პროდუქციის პოლონეთის ბაზარზე პოპულარიზაციის საკითხებს.


„ტექნოლოგიებისა და ცოდნის გაზიარების კუთხით თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ასევე მნიშვნელოვანი იქნება კვლევითი მიმართულების განვითარება. სამინისტროს აქვს საინვესტიციო წინადადებების განხილვის შესაბამისი მექანიზმი. მზად ვართ, დეტალურად გავეცნოთ წარმოდგენილ პროექტებს და თანამშრომლობის კონკრეტულ ფორმატზე გადავიდეთ“, - აღნიშნა ლაშა დოლიძემ.


შეხვედრაზე განიხილეს პოლონური კომპანიის „ვერდე პოლონია“ საინვესტიციო გეგმები, რომლებიც საქართველოში აგროსექტორში საქმიანობის დაწყებას ითვალისწინებს. კომპანია დაინტერესებულია წარმომადგენლობითი ოფისის გახსნით, რომელიც მომავალში რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდება, ხოლო ერთ-ერთი მთავარი მიმართულება 10-15 ჰექტარზე თანამედროვე სასათბურე მეურნეობის მოწყობა და აგროსერვისების შეთავაზება იქნება.


„ჩვენი კომპანიები აქტიურად ვითარდებიან და აგრარულ სფეროში მნიშვნელოვან გამოცდილებას ფლობენ. ვმუშაობთ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, რომლებიც განვითარების პროცესშია. ჩვენ მზად ვართ, ეს ცოდნა და გამოცდილება ქართულ მხარეს გავუზიაროთ. ევროკავშირის წევრობის გამოცდილება კი გვაძლევს შესაძლებლობას, ხელი შევუწყოთ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და სექტორის განვითარებას“, -  განაცხადა არტურ გემბალმა.


აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს მიზანია როგორც პოლონეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ისე პოლონური კაპიტალის საზღვარგარეთ ინვესტირების ხელშეწყობა. სააგენტო ბიზნესს ეხმარება სანდო პარტნიორების მოძიებაში და აქტიურად უწყობს ხელს მცირე და საშუალო საწარმოების საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებას.