| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
13-12-2018
საბაჟო გამშვებ პუნქტში "ქუთაისის აეროპორტი", ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამიისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და საბერძნეთის მოქალაქეების ზ.მ.-სა და კ.ა.კ.-ს კუთვნილი ბარგების დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (77 აბი) გამოავლინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.