გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

THE European Conservative: საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხების შემდეგ, უნგრეთში ლგბტ თემატიკის ტელევიზიის გახსნა იგეგმება - არხს "ტვ ცისარტყელა" დაერქმევა

24-04-2026

გამოცემა The European Conservative-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის მარცხის შემდეგ, უნგრეთში Rainbow TV-ის სახელით ლგბტ თემატიკის მედია პლატფორმის შექმნა იგეგმება. სტატიის მიხედვით, კერძო მეწარმემ უნგრეთის მედიისა და საინფორმაციო კომუნიკაციების ეროვნულ უწყებას მიმართა და შეტანილია განაცხადი ახალი არხის შექმნის თაობაზე, სახელად "ტვ ცისარტყელა" (Rainbow TV), რომლის ფორმატიც მოიცავს როგორც ტრადიციულ სატელევიზიო მაუწყებლობას, ასევე ონლაინ სტრიმინგ პლატფორმას.


განაცხადის მიხედვით, არხი იმუშავებს 24-საათიანი პროგრამით, რომელიც ეროვნული მედია-რეგულაციების მიხედვით იქნება სტრუქტურირებული. არხის კონტენტი მოიცავს კულტურულ და გასართობ გადაცემებს, მუსიკალურ და არტისტულ შოუებს, ცხოვრების სტილის და კულინარიულ გადაცემებს, თოქ-შოუებსა და ინტერვიუებს.


მედიის ცნობით, ასევე ცალკე გათვალისწინებულია გადაცემები, რომლებიც შეეხება ლგბტ ისტორიასა და მასთან დაკავშირებულ თემებს, პარალელურად კი იქნება ფართო აუდიტორიაზე გათვლილი ზოგადი კონტენტიც. ასევე, არხზე განთავსებული 18+ კონტენტი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სრულწლოვანი აუდიტორიისთვის. სტატიაში აღნიშნულია, რომ დამატებითი დეტალები არხის გაშვებასთან მოგვიანებით გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდა იმ პერიოდშიც, როდესაც უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შედეგად მმართველმა კონსერვატიულმა ძალებმა დამარცხება განიცადეს.