გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

26-04-2026

ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, აქეთკენ ვართ ჩვენ მიმართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის" ეთერში განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფასების შემცირების თაობაზე ოპოზიციის საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი.


„არ სურთ მოსახლეობისთვის სოციალური ფონის გაუმჯობესება იმისათვის, რომ მღვრიე წყალში თავად შეძლონ თევზის დაჭერა, თუმცა ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი, ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ აქეთკენ ვართ ჩვენ მიმართული. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.