გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 3 თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 912 ფაქტი გამოავლინა

27-04-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 912 ფაქტი გამოავლინეს.


სამართალდარღვევებიდან 364 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია. 111 - სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება, 159 - მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა, 31 -  კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება, 21 - ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება, 63 - კომპანიის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა, 20 - სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 143 კი - სხვა დარღვევა.


ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.


დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.