გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეტერთმეტე ფანჩატური და მეტერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ

28-04-2026

ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეტერთმეტე ფანჩატური და მეტერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, ორ წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები, „ქართული ოცნება" უკვე ემზადება და გამარჯვება იქნება ძალიან შთამბეჭდავი.


„ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ. ახლა შექმნეს მეტერთმეტე ფანჩატური და მეტერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ. მარტივად არის საქმე. ორ წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები, აჭარაში იქნება უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ჩვენ უკვე ვემზადებით ამ ყველაფრისთვის და ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან შთამბეჭდავი", - განაცხადა პრემიერმა.