გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ახალი ვერსია შემოგვთავაზეს არჩევნების ე.წ. გაყალბებასთან დაკავშირებით, თავად იკარგებიან და იხლართებიან საკუთარ ტყუილებში

28-04-2026

ახალი ვერსია შემოგვთავაზეს არჩევნების ე.წ. გაყალბებასთან დაკავშირებით, მანამდეც ჰქონდათ ასეთი მცდელობები, რომ ყველას კი არ გაუყალბეს, ორს გაუყალბეს და ორს არა - თავად იკარგებიან და იხლართებიან საკუთარ ტყუილებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საბოლოო ჯამში საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა ის შედეგი, რომელიც გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას.


„შედეგი დაფიქსირდა ელექტრონული კენჭისყრის საფუძველზე. ძალიან მარტივად, მიდიოდი საარჩევნო უბანზე, ღილაკს აჭერდი ხელს საარჩევნო აპარატზე და იბეჭდებოდა არჩევნების შედეგები. მანიპულაციის არავითარი თეორიული შანსი არ იყო, ამის მიუხედავად, მაინც ახერხებენ სპეკულირებას. ყველამ კარგად დაინახა, თუ ვის მიმართ გამოხატა მხარდაჭერა ქართველმა ხალხმა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.