გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

Euronews: ევროკავშირი „მზადაა“ ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის რუსული გემის გამო, რომელსაც, სავარაუდოდ, მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა

29-04-2026

დიპლომატიური კრიზისი უკრაინასა და ისრაელს შორის წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ჰაიფაში რუსული გემი ჩავიდა, რომელსაც, სავარაუდოდ, მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა. ბრიუსელი აცხადებს, რომ მზადაა. სანქციები დააწესოს ამ პროცესში ჩართული პირებისთვის.


Euronews-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ჰაიფაში მარცვლეულით დატვირთული ახალი გემი ჩავიდა, ევროკავშირმა გააფრთხილა ისრაელი, რომ მზადაა, სანქციები დააწესოს იმ პირებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოპარული უკრაინული მარცვლეულით ვაჭრობას.


„ევროკავშირმა გაითვალისწინა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემს, რომელსაც მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ისრაელის ჰაიფას პორტში გადმოტვირთვის ნებართვა მიეცა, მიუხედავად უკრაინისა და ისრაელის ხელისუფლებას შორის ამ საკითხთან დაკავშირებით წინა კონტაქტებისა“, - განუცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა Euronews-ს.


მისივე თქმით, ამ საკითხზე ევროკომისიამ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.


„ჩვენ ვგმობთ ყველა მოქმედებას, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის უკანონო საომარი ძალისხმევის დაფინანსებას და ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას და მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, მიზანში ამოვიღოთ ასეთი ქმედებები მესამე ქვეყნებში მყოფი პირებისა და ორგანიზაციების სანქცირების გზით“, - დასძინა ევროკომისიის პრესსპიკერმა.