გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

Reuters: კიევმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების შესანარჩუნებლად საზღვარგარეთიდან ამანათებზე გადასახადი უნდა გაზარდოს

29-04-2026

კიევმა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან დაფინანსების შესანარჩუნებლად საზღვარგარეთიდან ამანათებზე გადასახადი უნდა გაზარდოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


სააგენტო აღნიშნავს, რომ სავალუტო ფონდის 8.1 მილიარდი დოლარის ოდენობის პროგრამა ივნისში უნდა გადაიხედოს. ფონდი უკრაინის საგადასახადო ბაზის გაფართოებას დაჟინებით მოითხოვს. პარლამენტს ამ კანონპროექტისთვის ჯერ მხარი არ დაუჭერია, რადგან მას კანონმდებლებს შორის საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს.


„ამანათები ახლა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა. ამ კანონის მიღების გარეშე, გადახედვა შესაძლოა საერთოდ არ ჩატარდეს, რაც სერიოზულ უარყოფით შედეგებს გამოიწვევს“,- იუწყება სააგენტო წყაროზე დაყრდნობით.


სტატიის ავტორის ცნობით, ცვლილებების ამოქმედება მინიმუმ 2027 წლამდე გადაიდო. უკრაინის ხელისუფლება პარლამენტში წინააღმდეგობის გამო ფონდის დარწმუნებას ცდილობს ალტერნატიული ზომების მიღებაში. თუ სავალუტო ფონდის პროგრამა ჩაიშლება, უკრაინა ევროკომისიისგან დაფინანსებას ვერ მიიღებს, აღნიშნავს სააგენტო.