გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) საგაზაფხულო სესიას ესწრება

29-04-2026

OIV-ის საგაზაფხულო სესია საფრანგეთის ქალაქ დიჟონში იმართება და მასზე მევენახეობის მდგარდი განვითარების, კლიმატის ცვლილების, ვაზის დაავადებების მართვის, მევენახეობის ახალი ტექნოლოგიების, ხარისხის კონტროლის, საერთაშორისო რეგულაციებისა და ღვინის გლობალური ბაზარზე  კონკურენტუნარიანობის საკითხები განიხილება.


ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ასევე მონაწილეობს ეკონომიკისა და კანონმდებლობის კომისიის და სამეცნიერო და აღმასრულებელი კომიტეტების სხდომის სამუშაო შეხვედრებში.


საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ასევე განიხილება 2027 წელს OIV-ის კონგრესის საქართვლოში ჩატარების საკითხი.


საქართველომ 2025 წელს ოფიციალურად წარადგინა განაცხადი, 2027 წელს გახდეს OIV-ის კონგრესის მასპინძელი ქვეყანა.


აღსანიშნავია, რომ OIV-ის საერთაშორისო დონის ღონისძიებებს საქართველომ ორჯერ უმასპინძლა - 1962 წელს, 33-ე საერთაშორისო კონგრესს და 2010 წელს, OIV-ს მე-8 გენერალურ ასამბლეას.


ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელშიც 51 ქვეყანა, მათ შორის საქართველოა გაწევრიანებული. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს წევრ ქვეყნებში ღვინის წარმოების და მეღვინეობის პრაქტიკის, მევენახეობის, კვების მრეწველობისთვის ყურძნის გადამუშავების შესახებ რეკომენდაციების ფორმულირებას და სხვა საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების დახმარებას, ღვინის დარგში საერთაშორისო სტანდარტების შექმნასა და დაცვას.